კერესელიძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავდა ერთი პირი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში კერესელიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.  თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის თქმით, ხანძრის შედეგად ერთი პირი დაშავდა. 

მისივე ინფორმაციით,  აღნიშნული ტერიტორია არის კერძო საკუთრება და ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

“ იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ხანძარი ამ დროისათვის არის ლიკვიდირებული. დაშავებულია მსუბუქად ერთი მოქალაქე, რომელმაც ხელზე მიიღო მცირედი დამწვრობა. “მეგალაინის” დირექტორის თქმით, აღნიშნული ტერიტორია არ ეკუთვნის “მეგალაინს” არის კერძო შპს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობი”, – განაცხადა კერესელიძემ.