რუსთაველი მოკრივე ლაშა გურული უნგრეთის ქალაქ დებრეცენში, სამოყვარულო კრივში A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირის ფინალში გავიდა.
გურულმა, რამდენიმე წუთის წინ, ადგილობრივი სპორტსმენი დაამარცხა და 12 თებერვალს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
შეჯიბრებაში სულ 5 ქართველი მოკრივე ასპარეზობდა. ლაშა გურულის გარდა ფინალში გასვლის შანსი კიდევ ერთ რუსთაველ მოკრივეს, ნიკოლოზ ბეგაძეს აქვს. ბეგაძემ პირველ წრეში მირკო კარბოტი (იტალიიდან) დაამარცხა, შემდეგ კი უნგრელ მეტოქეს ლევანტე კიშის სძლია.