მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს “ტოიოტას” მარკის ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი ბენზინგასამართი სადგურიდან გადიოდა, ცუდი ამინდის გამო ავტომობილი ვერ შენიშნა და დაეჯახა.

ავტომობილის მძღოლი 25 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. სამარშრუტო ტაქსიში მყოფი ორი ადამიანი  საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, დაწყებულია გამოძიება.