მდინარაძე ოპოზიციაზე: ვერანაირ გარანტიას მათ შიშებთან დაკავშირებით ვერ მივცემ

მანდატების შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შევიკრიბებით დღეს პოლიტსაბჭოს ფორმატში, ხვალ უმრავლესობის ფორმატში“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, ოპოზიციას წინასწარ ვერ შეპირდებიან თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ უფლებამოსილების შეწყვეტაზე.

„კიდევ ერთხელ შევიკრიბებით დღეს პოლიტსაბჭოს ფორმატში, ხვალ უმრავლესობის ფორმატში, კიდევ ერთხელ გავივლით თუ რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ საბოლოოდ. ვერანაირ გარანტიას მათ შიშებთან დაკავშირებით ვერც დღეს ვერ მივცემ, წინასწარ ვერ შევპირდებით იქნება ეს შეწყვეტაზე გადაწყვეტილება, თუ არ იქნება“,-აცხადებს მდინარაძე.