მდინარაძე: პრემიერობის სხვა კანდიდატებზე არ გვიმსჯელია

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრობის პოსტზე თავიდანვე გამოკვეთილი კანდიდატი იყო.

მდინარაძის თქმით, პოლიტსაბჭომ მას მხარდაჭერა ერთხმად გამოუცხადა.

“ერთ-ერთი გამოკვეთილი კანდიდატი თავიდანვე, როდესაც ამაზე მსჯელობა დავიწყეთ, იყო ირაკლი ღარიბაშვილი. პოლიტსაბჭოს ფორმატშიც მასზე იყო საუბარი. პრაქტიკულად, ლიდერები ამაზე იყვნენ ჩამოყალიბებულნი. სხვა კანდიდატზე არ გვიმსჯელია. პოლიტსაბჭოს მხრიდან იყო ერთხად მხარდაჭერა და შემდეგ უკვე უმრავლესობის მხრიდანაც ასეთივე მხარდაჭერა დაფიქსირდა”, — განაცხადა მდინარაძემ.