მეგობრობის გამზირზე მამაკაცი დაჭრეს

რუსთავში, მეგობრობის 47-ში მამაკაცი დაჭრეს. ინციდენტს წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

TV4-ის ინფორმაციით, დაპირისპირებაში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.

როგორც კლინიკა “რუსთავში” TV4-ს განუცხადეს, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ბარძაყის და მხრის არეში აღენიშნება ჭრილობები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.