“მელიას მეტი არაფერი დარჩენოდა, თუ არა, აშკარა კონფრონტაციაში შესულიყო სამართალთან”

„ნაციონალურ მოძრაობას“ და პირადად ნიკანორ მელიას მეტი არაფერი დარჩენოდა, თუ არა, აშკარა და ღია კონფრონტაციაში შესულიყო სამართალთან და სახელმწიფოსთან.,- ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრიმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება, ნიკა მელიას ქმედებებიდან გამომდინარე იყო მიღებული.

„როდესაც მათ ნახეს, რეალურად მთელმა მსოფლიო თანამეგობრობამ მოუწოდა, შესულიყვნენ პარლმენტში, მიეღოთ ის რეალობა, რომელიც არჩევნების შემდეგ დადგა, ყველამ აღიარა, რომ იყო კონკურენტულ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარებული არჩევნები, როდესაც ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ოპოზიცია დემოკრატიას უნგრევდა ძირს და საფუძვლებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და პირადად ნიკანორ მელიას მეტი არაფერი დარჩენოდ, თუ არა, აშკარა და ღია კონფრონტაციაში შესულიყო სამართალთან და სახელმწიფოსთან.

აქ არ არის არანაირ პარტიაზე და პოლიტიკაზე საუბარი. რეალურად, მთელი მსოფლიო თანამეგობრობისთვის და კერძოდ, ქართული საზოგადოებისთვის ძალიან აშკარა იყო ყველა ის ქმედება, რომელიც ჩაიდინა ნიკანორ მელიამ პირდაპირ ეთერში. მან არ დატოვა არანაირი სამართლებრივი სივრცე გარდა იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც გუშინ იყო მიღებული. ეს იყო სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება იმ გამოწვევაზე, სახელმწიფოსთვის ხელთათმანის სროლაზე, რაც რეალურად ნიკანორ მელიამ გააკეთა.

ვერც ერთი დემოკრატიული და თავმოყვარე ქვეყანა ვერ აიტანს მის მიმართ ამგვარ ქცევას. მაგალითი სახეზეა, შეერთებულ შტატებში კაპიტოლიუმზე შტურმი, თუ რა ეპითეტით მოიხსენიებიან ასეთი ადამიანები ამერიკაში – „შიდა ტერორისტებად“. საქართველოში არ არის განსხვავებული სიტუაცია. ზუსტად ანალოგიური შტურმი მიიტანა ნიკანორ მელიამ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოზე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.