საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით და პირიქით ფრენები განახლდა. რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება.
“ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებში თებერვალ-მარტში რეგულარული რეისები მცირე ზომის საჰაერო ხომალდით კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. გვსურს აღვნიშნოთ, რომ ამ ხმის განმავლობაში ფრენები არ შეჩერებულა თბილისი-ბათუმის მიმართულებით. თებერვალ-მარტში რეისები აჭარის მიმართულებითაც კვირაში ორი სიხშირით შესრულდება”,- წერია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მგზავრებს, როგორც ტერმინალში, ისე ხომალდზე პირბადის ტარება მოეთხოვებათ.
აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის შიდა აეროპორტებში, COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დაცულია უსაფრთხოების ყველა წესი.