მეუფე ნიკოლოზი ვაქცინაციაზე: ჩვენ რა შუაში ვართ? ექიმებმა არ უნდა ილაპარაკონ ამაზე?

ყველას ამას ვეუბნები, ჩვენ რა შუაში ვართ? ექიმებმა არ უნდა ილაპარაკონ ამაზე?- ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

მისივე თქმით, საკითხზე სასაუბროდ მას არც შესაბამისი განათლება და არც სტატუსი აქვს.

“სხვათაშორის ძალიან კარგი კითხვაა, დიდი მადლობა, თქვენ გარდა არავისგან არ გამიგია და ყველას მე ვეუბნები ამას, ჩვენ რა შუაში ვართ ხომ? არც წინააღმდეგ არ წავალ და არც მის დასაცავად ვერ წავალთ, იმიტომ, რომ არა გვაქვს მისი შესაბამისი არც განათლება, არც სტატუსი, ექიმებმა არ უნდა ილაპარაკონ ამაზე? ჩვენ რა დავადგინეთ სხდომაზე გეტყვით.ზუსტად ეგ დავადგინეთ, რასაც ახლა თქვენ ამბობთ. ეს არ არის უბრალო საკითხი. ზოგადად, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ექიმებს. ჩვენ სწორედ ეს ვთქვით, ეკლესია რის მიხედვითაც აკეთებს შეფასებას, აიცრება ადამიანი თუ არ აიცრება, ამას არავითარი მიმართება ადამიანის ზიარებასთან არ ექნება. აცრა არ არის არც ცოდვა და არც აუცილებლობა, რომელიც ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს თვითონ, ექიმებთან კონსულტაციით”, — განაცხადა მეუფემ.