მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტს დღეს წარედგინება

მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება. 18:00 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული. ბიურო დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტს, როგორი განრიგით განიხილავენ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს ნდობა 2 კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს, თუმცა, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება უმოკლეს ხანში მოხდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გუშინ გადადგა. მთავრობის მეთაურობის კანდიდატად  “ქართულმა ოცნებამ”  ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.