“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს

სპეცდანიშნულების რაზმმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა. მანამდე კი “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

ენმ-ს ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ პოლიციას მოუწოდეს, ტერიტორია დაეტოვებინათ და არ შეესრულებინათ უკანონო დავალება.