„ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა ოფისში შეკრებილები სამართალდამცველებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
როგორც მათ ჟურნალისტებთან განაცხადეს, ნიკა მელიასთვის სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების გადაცემას აპირებენ.
“სასამართლოს მიერ გაცემულია განჩინება და მოვედით ადგილზე”, – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია მთელი ღამის განმავლობაში მხარდამჭერებთან ერთად ენმ-ს ოფისში იმყოფებოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.