ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო ჩახნაშვილმა ,ცოტა ხნის წინ,  გამოაცხადა.

პროცესს თავად ბრალდებული ნიკა მელია არ ესწრებოდა.

ინფორმაციისთვის, პროკურატურა ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლას ითხოვდა.

ხოლო ადვოკატები ითხოვდნენ, ნიკა მელია მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა.

პროკურატურამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.