ნორიოს მუზეუმი გაქურდეს (+ვიდეო)

უცნობმა პირებმა ნორიოს მუზეუმი გაქურდეს.Tv4-ის ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მუზეუმიდან წაღებულია 30-მდე , მათ შორის ბრინჯაოს და სპილენძის ექსპონატები.

მუზეუმის თანამშრომლების ინფორმაციით, მათ დაწესებულების კარი გატეხილი დახვდათ.

სხვადასხვა ნივთებია წაღებული მუზეუმის მთავარი საცავიდან.

ნორიოს მუზეუმის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ უცნობმა პირებმა საგამოფენო სივრცეში გადაადგილების შეზღუდვის დროს, ღამის საათებში შეაღწიეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში Tv4-ს განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.