პარლამენტთან ამ დროისთვის 11 კარავია გაშლილი

პარლამენტთან ამ დროისთვის 11 კარავია გაშლილი. როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა განაცხადეს, სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ ღამე კარვებში გაათენა.

როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, დღეს, დღის განმავლობაში, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილი კარვებიც განთავსდება.