“პროტესტი საწვავის ფასებს” : აქცია-პერფორმანსი რუსთავში

“პროტესტი საწვავის ფასებს”-რუსთავში საპროტესტო აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და საწვავის ფასის მატება გააპროტესტეს.

როგოც რუსთაველები TV4-თან აცხადებენ, აქცია გასულ კვირასაც გამართეს, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია და მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ამ წუთებში, მონაწილეები შარტავას გამზირზე, აქცია-მსვლელობას აწყობენ.

აქციის ორგანიზატორის ერეკლე დოლიძის განცხადებით, ისინი იქამდე არ შეწყვეტენ პროტესტს, ვიდრე საკითხზე პასუხისმგებელი პირი არ გაესაუბრებათ.