რა ანაზღაურებას სთავაზობს გერმანია საქართველოს მოქალაქეებს ?

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო.

საუბარია სეზონურ, მაქსიმუმ, სამი თვის ვადით სამუშაოზე სოფლის მეურნეობაში. სამუშაოები გერმანიაში 1-ლი აპრილიდან იწყება.

დასაქმებულები ერთ საათში მინიმალურად 9.5 ევროს მიიღებენ, აქედან 5% საშემოსავლო გადასახადია. ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯს დამსაქმებელი ფარავს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ცირკულარული შრომის მიგრაციის თაობაზე საქართველოს მოლაპარაკებები ასევე აქვს სხვა ქვეყნებთანაც.

შეგახსენებთ, რომ პროექტში “დროებითი დასაქმება გერმანიაში” ბოლო მონაცემებით 86 395 ადამიანია რეგისტრირებული.