რა საკითხებით მიმართა ნინო ლაცაბიძემ ირაკლი ღარიბაშვილს ?

გარდაბნის სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების სახელით მინდა, წყალმომარაგების პრობლემით მოგმართოთ და იმედს ვიტოვებ, რომ 2021 წელს გარდაბნის თითოეულ სოფელს ექნება სტაბილური წყალმომარაგება – პრობლემით რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარმა ნინო ლაცაბიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

ნინო ლაცაბიძემ მაჟორიტარის რანგში ყურადღება რამდენიმე პრობლემაზე გაამახვილა მათ შორის, მუნიციპალური ტრანსპორტისა და ამბულატორიბის განახლებაზე, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებაზე, ასევე რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობისა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

მაჟორიტარმა დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ გარემოსდაცვითი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დამტკიცდება.