როდის გაიხსნება თეატრები და სპორტული კლუბები

დღეს ცნობილი გახდა, რომ თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები 15 მარტიდან რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ. რაც შეეხება წარმოდგენებზე მაყურებლის დასწრებას, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს პირველი აპრილიდან იქნება შესაძლებელი.

განცხადება პრემიერ-მინისტრმა,  ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა. ინფორმაციისთვის, ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, კინოთეატრებთან დაკავშირებით საბჭოს წევრებს არაფერი უთქვამთ.

რა შეზღუდვები იხსნება საქართველოში ვრცლად.