როდის შემოვა ვაქცინა საქართველოში?- ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ქვეყანაში კოვიდვაქცინის შემოტანის საკითხზე ისაუბრა.  თამარ გაბუნიას იმედი აქვს, რომ Pfizer-ის პირველ დოზას ქვეყანა მარტის პირველ კვირაში მიიღებს. ის Covid-19-ის ვაქცინის შემოტანის დაგვიანებას Pfizer-ის მხრიდან დამატებითო მოთხოვნების დაწესებას უკავშირებს.

“ამ კვირაში მივიღეთ დამატებითი პირობები Pfizer-ის ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით, კვირის ბოლომდე კიდევ ერთი კონსულტაცია შედგება კოვაქსის, Pfizer-სა და საქართველოს მხარის მონაწილეობით, სადაც ყველა დეტალი დაზუსტდება და გვეცოდინება ზუსტად, როდის მივიღებთ შეპირებულ 29 250 დოზას.

ამ დოზებს ველოდებით თებერვლის ბოლომდე, თუმცა Pfizer-ს მიერ დაყენებული მოთხოვნების ყველა იმ ქვეყანაში, რომელთაც ეს დოზები უნდა მიეღო, გარკვეული გადავადება მოხდა. მიმდინარე კვირაში ჩვენ დავასრულებთ მოლაპარაკებას და იმედი გვაქვს, რომ მარტის პირველ კვირაში რეალურად მივიღებთ იმ დოზებს, რასაც ველოდებით Pfizer-სგან”, — განაცხადა გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.