რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება (+ვიდეო)

რუსთავის მერია ქალაქის ერთ-ერთი ძველი უბნის,  რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი შენობების ფასადებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია.

ასევე, გათვალისწინებულია ჭავჭავაძის ქუჩის ტროტუარების და იქ არსებული შენობების ფასადების აღდგენაც. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 400 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

ინფორმაციისთვის, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონული ტენდერი რუსთაველის ქუჩის საცხოვრებელი სახლების ფასადების, მათ შორის ტროტუარების, მერიის მიმდებარე ტერიტორიის და ჭავჭავაძის ქუჩის ტროტუარების მოწყობის სამუშაოებზე იანვრის თვეში გამოაცხადა.