რუსთავის ბაღებში სწავლა მარტიდან განახლდება(+ვიდეო)

რუსთავის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 1-ელი მარტიდან განახლდება. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის ინფორმაციით, სწავლა ბაღებში რეგულაციების სრული დაცვით გაგრძელდება.

ეკა ხუციშვილის ინფორმაციით, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ბაგა-ბაღების გაერთიანების ყველა ფილიალში, თავისუფალი დასწრების რეჟიმით განახლდება.

ამასთან,  ბაღების საკვებით მომარაგება დღეიდან დაიწყო და შაბათ-კვირის ჩათვლით გაგრძელდება.