რუსთავის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 1-ელი მარტიდან განახლდება. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის ინფორმაციით, სწავლა ბაღებში რეგულაციების სრული დაცვით გაგრძელდება.
ეკა ხუციშვილის ინფორმაციით, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ბაგა-ბაღების გაერთიანების ყველა ფილიალში, თავისუფალი დასწრების რეჟიმით განახლდება.
ამასთან, ბაღების საკვებით მომარაგება დღეიდან დაიწყო და შაბათ-კვირის ჩათვლით გაგრძელდება.