რუსთავის საბავშვო ბაღებში თანამშრომელთა ტესტირება მიმდინარეობს

რუსთავის საბავშვო ბაღებში თანამშრომელთა 20%-ის ტესტირება დასრულდა.

ამ დროისთვის ცნობილი ინფორმაციით, 6 ბაღში გამოკვლეული პერსონალიდან ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.

სკოლამდელი აღზრდის, როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებები, ფუნქციონირებას პირველი მარტიდან ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით აღადგენენ.

ორშაბათიდან სააღმზრდელო პროცესს, რეგულაციების სრული დაცვითა და თავისუფალი დასწრების რეჟიმით, საბავშვო ბაღები რუსთავშიც განაახლებს.