რუსთავის სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა

დღეს, რუსთავის სკოლებში  კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

როგორც N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში TV4-ს განუცხადეს, “კოვიდ-19”  ქალაქის N6 საჯარო სკოლის მასწავლებელს დაუდასტურდა.  ვირუსი დაუდასტურდათ  მე-4, მე-18 და 28-ე სკოლის მოსწავლეებსაც.ბავშვები სწავლას დისტანციური მოდელით აგრძელებენ.

ამასთან,  რესურსცენტრის ინფორმაციით, ქალაქში  ამ დრომდე,  ონლაინ-სწავლებაზე საკუთარი სურვილით 1 600-მდე მოსწავლე დარეგისტრირდა.

რაც შეეხება ქვემო ქართლის რეგიონის სკოლებში ეპიდვითარებას, მარნეულის 74 სკოლიდან ვირუსი მხოლოდ 3 მასწავლებელს და 1 მოსწავლეს დაუდასტურდა. გარდაბანში კი ეპიდვითარება სტაბილურია და კვლევების შედეგად, ყველა მასწავლებლის ტესტის პასუხი უარყოფითია.