რუსთავის ციხეს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი მიენიჭა.
რუსთავის მუზეუმის დირექტორის, ნაზი პაჭიკაშვილის ინფორმაციით, რუსთავის ციხე 2020 წლამდე მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუს ატარებდა. ინფორმაციისთვის, რუსთავის ციხე ერთადერთი ნაგებობაა საქართველოში, რომელზეც ფრესკებია გამოსახული.