რუსთავი-თბილისის ავტობანზე, სხვადასხვა მონაკვეთზე, ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ,სხვადასხვა მონაკვეთზე ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთ მონაკვეთზე ერთმანეთს ჯიპი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. TV4-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან, შეჯახების მიზეზი სავარაუდოდ, ერთ-ერთი ავტომობილის მოცურება გახდა.

TV4-ის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა საავტომობილო გზის კიდევ ერთ მონაკვეთზე. ერთმანეთს ამ შემთხვევაშიც ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.