“რუსთავმა” მესამე ამხანაგური მატჩი “მერანთან” გამართა

საფეხბურთო კლუბმა  „რუსთავი“ მორიგი, მესამე ამხანაგური მატჩი თბილისის “მერანთან” გამართა. თამაში რუსთავის ფოლადის სათადარიგო  სტადიონზე ჩატარდა.

შეხვედრა  „მერანის“ სასარგებლოდ ანგარიშით 3:2 დასრულდა. დღევანდელი გოლის ავტორები რუსთავის გუნდიდან ილია გუჯარაიძე და ზურაბ ჭავჭანიძე არიან.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს „რუსთავი“ თბილისის „საბურთალო 2-თან“ გამართავს.