ბოლო 24 საათში რუსთავში კორონავირუსი სამ ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქალაქში ვირუსზე 100-ზე მეტი პირი გამოიკვლიეს. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის დიაგნოსტიკურ და ცხელების ცენტრებში განუცხადეს. N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი 62 ადამიანს ჩაუტარდა, ორის პასუხი დადებითია.
პირველ პოლიკლინიკაში ვირუსი არ დაუდასტურდა სწრაფი ტესტით გამოკვლეულ 30 ადამიანს.
კლინიკა რუსთავში ერთი პირის ტესტის პასუხია დადებითი, დღე-ღამეში სამედიცინო დაწესებულებაში 16 ადამიანი გამოიკვლიეს.
კორონავირუსი არ დაუდასტურდა ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში გამოკვლეულ ოთხ ადამიანს.