რუსთავის დიაგნოსტიკურ და ცხელების ცენტრებში გამოკვლეული 130-ზე მეტი პირიდან კორონავირუსი 13-ს დაუდასტურდა.
კერძოდ, N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი 22 ადამიანს ჩაუტარდა, პასუხი დადებითია ორის შემთხვევაში.
N2 პოლიკლინიკაში 77 ადამიანი გამოიკვლიეს, რვა მათგანის ტესტის პასუხი კორონავირუსზე დადებითია.
ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში 17 ადამიანს ჩაუტარდა ტესტი, კორონავირუსი ერთ მათგანს დაუდასტურდა.
რაც შეეხება კლინიკა “რუსთავს”, ცხელების ცენტრში “კოვიდ-19” გამოკვლეული 18 ადამიანიდან, ორს დაუდასტურდა.