რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია ოჯახის რამდენიმე წევრმა მიიღო

ოჯახის ხუთმა წევრმა, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია მიიღო რუსთავში. შემთხვევა მე-16 მიკრორაიონის, N5-ში  დაფიქსირდა.

TV4-ის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ყველა მათგანი, მათ შორის მცირეწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. კლინიკაში შეყვანისას ისინი კონტაქტურები იყვნენ.

როგორც კლინიკა “რუსთავში” TV4-ს განუცხადეს, ოჯახის ყველა წევრი სამედიცინო დაწესებულებაში ამ დრომდე რჩება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და  სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. საცხოვრებელ კორპუსში მივიდნენ ასევე, “სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენლები.

“სოკარ ჯორჯია გაზში” აცხადებენ, რომ საცხოვრებელ ბინაში წყლის გამაცხელებელი არასწორად იყო დამონტაჟებული.