სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირის ჩათვლით განაახლებენ

სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ -კვირის ჩათვლით მუშაობას 8 მარტიდან განაახლებენ,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა

ცნობისთვის, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.