სარჯველაძე: პროტესტი სამართლიანად არ მიმაჩნია

პროტესტი, რომელიც იმართება, სამართლიანად არ მიმაჩნია, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ აქვთ აქციის გამართვის უფლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა უნდა განხორციელდეს სამართლებრივი ნორმების დაცვით.

„საქართველოში ადამიანებს უფლება აქვთ, პროტესტი გამოხატონ იმის მიუხედავად, საფუძვლიანია თუ არა ის. პროტესტი, რომელიც იმართება, სამართლიანად არ მიმაჩნია, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ აქციის გამართვის უფლება აქვთ. პროტესტის გამოხატვა უნდა განხორციელდეს სამართლებრივი ნორმების დაცვით, რადგან ამ საზღვრებიდან გადაცდომა პასუხისმგებლობას იწვევს. მინდა, რომ სამართლებრივი ნორმების დაცვის აუცილებლობა ყველამ გაითვალისწინოს, ვინც აქციაში მონაწილეობს, როგორც პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, ასევე აქციაში მონაწილეებმა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.