საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე,  საფეხბურთო კლუბი რუსთავი თემურ მახარაძემ დატოვა.

გუნდის მთავარ  მწვრთნელად კი ვლადიმერ  ხაჩიძე დაინიშნა.

კლუბის ინფორმაციით, ახალი მწვრთნელი გამოცდილი სპეციალისტია, რომელსაც არაერთ გუნდში უმუშავია,  მათ შორის ხაშურის “ივერიაში”, გორის “დილაში”, “ბორჯომში”, “გაგრაში”, “ვიტ ჯორჯიასა“ და ქუთაისის “ტორპედოში”.

შეგახსენებთ, რომ კლუბი ახალი სეზონისთვის ემზადება და 2 მარტს ეროვნული ლიგა 2-ის ფარგლებში ბოლნისის “სიონს” დაუპირისპირდება. შეხვედრა რუსთავის ფოლადის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.`