საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2019-2020 წლების „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ ბოლო შეხვედრაში რუსეთს უმასპინძლა.
შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით, 16:7 დასრულდა.
ეს მატჩი გასული წლის ადრეულ გაზაფხულზე უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და 2021 წლის 7 თებერვალს მაყურებლის გარეშე გაიმართა.