საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს მომავალ კვირაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეწვევა. ევროკავშირის მიერ გავრცელებული ინფრომაციით, მიშელს ვიზიტები მოლდოვაში, შემდეგ საქართველოსა და უკრაინაში აქვს დაგეგმილი.

ოფიციალური ვიზიტი 28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით გაიმართება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდება. გარდა ამისა, შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან ჩავა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.