საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან გამართავს. შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზს მოინახულებს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის ინაუგურაციას დაესწრება და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს დაათვალიერებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.