მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, რომ შაბათს დაგეგმილ აქციას არ გააუქმებენ. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.
“ამოგვაყვინთეს ჰაერის ჩასასუნთქად, როცა წნეხი გაიზარდა, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, მესამე ტალღა კვლავ საკმარისი მიზეზი აღმოჩნდება, ქვეყანას სასუნთქი არხები დაუხშონ. ამავდროულად უცვლელად რჩება ყველაზე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციური კომენდანტის საათი, რომელიც მხოლოდ საგანგებო რეჟიმისას უნდა გამოიყენებოდეს. კომენდანტის საათის “ხიდით” გადავალთ მომდევნო უგუნურ ჩაკეტვამდე. ამაში გაგვიცვალეს მოპროტესტეებს დროებითი, არაგეგმიური შემსუბუქება”, — წერს იგი.
რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით შაბათს, 6 თებერვლას პარლამენტის წინ აქცია დააანონსეს.