გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების შესრულების ხარისხს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
კუმისში რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან და გარდაბნის მერთან ერთად იმყოფებოდა.
“თითოეულ პედაგოგს და მოსწავლეს უნდა შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ სასწავლო პროცესი იყოს ეფექტური”-განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
სოფელ კუმისის საჯარო სკოლაში სამუშაოების დასრულების შემდეგ ზოგადი განათლების მიღებას 300 მოსწავლე შეძლებს. სექტემბრიდან მოსწავლეები ახლადრეაბილიტირებულ სკოლაში ისწავლიან.
სამუშაოებს მუნიცპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, პროექტის ღირებულება 3 023 325 ლარს შეადგენს.