სპორტული დარბაზები 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით განაგრძობენ მუშაობას.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
პრემიერმა რამდენიმე რეგულაციის შემსუბუქების შესახებ გააკეთა განცხადება.
ამასთან, 21 სააათიდან დილის ხუთ საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება.