ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის , თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინის გასაკეთებლად ქვეყანამ 50 000 სპეციალური შპრიცი მიიღო.
მისივე თქმით, აღნიშნული შპრიცების გამოყენებაზე ტრენინგი ჩატარდა იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ვაქცინაცია განხორციელდება.
„ვაქცინების შესყიდვის გარდა, სამინისტრო და დაავადებათა კონტროლი მუშაობს იმ ყველა სახარჯო მასალის შესყიდვაზე, რომელიც აუცილებელია ვაქცინაციის პროგრამისთვის. მივიღეთ 50 000 სპეციალური შპრიცი „ფაიზერის“ ვაქცინის გასაკეთებლად. ამ შპრიცის გამოყენების თაობაზე ტრენინგი უკვე ჩატარებულია იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც მათი განაწილება მოხდება. რა თქმა უნდა, დამატებითი მარაგების შევსებაც მოხდება ეტაპობრივად, იმის მიხედვით, თუ რომელ ვაქცინას მივიღებთ და რა ტიპის საინექციო შპრიცი იქნება გამოსაყენებელი კონკრეტული ვაქცინისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.