საქართველოში მცხოვრებ ფერმერებს აგროდიზელზე ფასდაკლების მიღება დისტანციურადაც შეეძლებათ.
პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰექტარზე-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.
ფერმერებს ფასდაკლების ბარათების მიღება სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებშიც შეუძლიათ.