ფიქსირდება თუ არა საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა?

საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ბევრი, დაახლოებით 30-ზე მეტი ნიმუში იყო გამოკვლეული, სადაც რეინფიცირებაზე იყო ეჭვი. უმრავლესობა უკუდგებულია. ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს გენეტიკური კვლევები. საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.