“ქართული ოცნების“ ოფისთან ე.წ. დაუმორჩილებლობის აქცია მიმდინარეობს. აქციას „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები მართავენ.
აქციის მსვლელობისას პარკინგის ტერიტორიაზე მონაწილეები წარწერებს აკეთებდნენ, რა დროსაც ვითარება დაიძაბა.
არსებული ინფორმაციით, აქციაზე პოლიციამ ორი პირი დააკავა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ მმართველობას, გადაადგილებაზე შეზღუდვას. ისინი ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას ითხოვენ. ამ დროისთვის აქტივისტები „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო შენობამდე მსვლელობას მართავენ.