„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომაზე, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ.
მმართველი პარტიის ოფისში უკვე მივიდნენ პოლიტსაბჭოს წევრები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.
შეგახსენებთ, ხვალ, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიმართება. პირველი პლენარული სხდომის ერთადერთი საკითხი 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაა.