ქედაში მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარასთან მსუბუქი ავტომობილი ხევში დაახლოებით 150 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძოლმა მრავლობითი დაზიანება მიიღო. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ქალი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.