ღარიბაშვილი: დღეს ჩვენ გავხდით მომსწრე იმისა, რომ ვართ სამართლებრივი, ძლიერი სახელმწიფო

„ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, გვყავს ძლიერი პოლიცია, ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი. მინდა ვახტანგ გომელაურსა და პოლიციელებს, მთავრობის სახელით, საჯაროდ მადლობა გადავუხადო, იმისთვის, რომ მათ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყანას ჰყავს ძლიერი პოლიცია, ეფექტური შსს.

„რაც შეეხება ზოგადად პრაქტიკას და გამოყენებულ მეთოდებს, ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების უმაღლესი სტანდარტი. დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ის, რაც არის ევროპული, ამერიკული სტანდარტების შესაბამისია. ჩვენ ყველა მოქალაქის კონსტიტუციურ ფარგლებში საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას დავიცავთ. ჩვენ ასე გვესმის კანონის უზენაესობა და დემოკრატიის მთავარი პრინციპები, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ ყველაფერი უნდა იყოს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო შს მინისტრ გომელაურს და მთელ პოლიციას, ვამაყობ თქვენით“-აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.