მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის პროექტი ხორციელდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სასმელი წყლის ქსელის მშენებლობა, მრიცხველების მონტაჟი და არსებული 400 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუართან საქლორატორო სისტემის მოწყობა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ ხარისხიანი სასმელი წყლით 1007 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი.
მიმდინარე სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 644 432 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ივლისის თვეში უნდა დასრულდეს. სამუშაოების შესრულების ხარისხსს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.