შსს-მ ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო, – ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

„პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო“,- აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე დღეს გააკეთა.

პრემიერმა გიორგი გახარიამ თანამდებობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა გუშინ, 17 თებერვალს ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.