ხვალიდან რუსთავში ავტობუსით მგზავრობა ფასიანი ხდება

1 მარტიდან მუნიციპალური ავტოტრანსპორტით მგზავრობა რუსთავში ფასიანი ხდება.

რუსთავის მერიის საშეღავათო პროგრამით 60 ათასამდე რუსთაველი ისარგებლებს. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები არიან:

 

  • სოციალურად დაუცველი პირები
  • ვეტერანები
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები,
  • სკოლის მოსწავლეები,
  • სტუდენტები
  • პენსიონერები
  • პედაგოგები

სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში ამოქმედდა მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემა.

ბილეთის შეძენა შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:

  • სამგზავრო ბარათი Rustavi Card
  • საქართველოს ბანკის ბარათი
  • სტუდენტური ბარათი Student Card _ი School Card_ი
  •  მეტრომანის ბარათი
  •  ნაღდი ფულით (50,20,10თეთრიანის მოთავსებით გადახდის აპარატში)

სამგზავრო ბარათის აღება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ტერმინალების საშუალებით შემდეგ ლოკაციებზე: მესხიშვილის N14, კოსტავას N17, მეგობრობის N18, ლეონიძე- მესხიშვილის კვეთა, მე-19 მკრ N17 კორპუსის მიმდებარედ.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს სამი კვირის განმავლობაში უსასყიდლოდ ემსახურებოდა.